09 დეკემბერი 2021,   11:40
ვრცლად
ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი ბავშვებს, ასაკოვნებსა და ონკოპაციენტებს - რამდენწლიანი პატიმრობა ელით გოგელიას კლინიკის თანამშრომლებს  

"გოგელიას კლინიკის" დაზარალებულები დაწესებულების დირექტორის დასჯას ითხოვენ. გიორგი ჩენდლერმა გრიპის 4-კომპონენტიანი ვაქცინის ნაცვლად, 35 ადამიანს C ვიტამინი გაუკეთა. 30 თეთრად შეფასებული ამპულის 75 ლარად გასაღების გარდა, კლინიკის დირექტორმა მცირეწლოვნებს, 60 წელს გადაცილებულ პირებს და ონკოპაციენტებს - სეზონური გრიპისგან დაცვის ილუზია შეუქმნა. ერთ-ერთი დაზარალებული ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილია. ის გამომძიებლების შეკითხვებს თითქმის 5 საათის განმავლობაში პასუხობდა.

კლდიაშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე "გოგელიას კლინიკის" გარდა, რომელიც დღეს უკვე დალუქულია, 4 გაყალბებული სერტიფიკატის მქონე ჩენდლერი, წინანდლის 8-ში მდებარე "დოიჩლაბის" ამბულატორიასაც ხელმძღვანელობდა. აქ სამუშაო პროცესი დღეს უკვე შეჩერებულია. დაცვის სამსახურის თანამშრომლები კი ამბობენ, რომ დირექტორი რამდენიმე დღეა არ უნახავთ.

ის, თუ როგორ მოახერხა პირობითი მსჯავრის მქონე ჩენდლერმა კლინიკის გახსნა და ახალი აფიორის ორგანიზება, ეს შეკითხვები პროკურატურასთან ჯანდაცვის მინისტრსაც აქვს. მანამდე კი ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც მსგავს შემთხვევებს მომავალში გამორიცხავს.

კლინიკის დირექტორის სამაგალითო დასჯას ითხოვს ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იმედს გამოთქვას, რომ ამ ფაქტის მიუხედავად, მოსახლეობა სეზონური გრიპისგან თავს მაინც დაიცვას და აცრას გაიკეთებს.

გრიპის ნაცვლად ასკორბინის მჟავის გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 180-ე, თაღლითობის მუხლით დაიწყო. რაც 2-დან 4 წლამდე, ან 4დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დღის ამბები