28 ნოემბერი 2021,   11:47
ვრცლად
სხდომების ჩანიშვნის ნაცვლად, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როდის მიიღო შხაპი - ადვოკატი

რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებასთან რეანომობილი დილიდან დგას - გახდება თუ არა მისი გამოყენება საჭირო, ჯერ უცნობია. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.

დღეს სააკაშვილის ინტერესების დამცველებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მსჯავრდებული ყოფილი პირველი პირის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას არ დასთანხმდებიან.

"ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი ჩაატარონ, პიჯაკების საქმეზე პროცესი ჩანიშნონ, საზღვრის კვეთა წინასასამართლო სხდომა განსაზღვრონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როდის მიიღო შხაპი, შხაპის მიღების დროს სარკმელთან რატომ იყო და ა.შ. - ეს ყველაფერი კომიკურია.

ყოველდღიურად, ნებისმიერ ციხეში პატიმრებს შორის უამრავი გადაძახილია და ამასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ ხდება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატების გარდა, საპატიმროში იმყოფებოდა მე-3 პრეზიდენტის უკრაინელი მეუღლე. ლიზა იასკომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. 

დღის ამბები