09 დეკემბერი 2021,   12:19
ვრცლად
შიმშილობის 22-ე დღე - სად გადაიყვანს მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს რეანომობილი, რომელიც მას ციხესთან ელოდება 

რუსთავის პენიტენიცური დაწესებულების ეზოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, უკვე მორიგეობს რეანომობილი. სწორედ ამ ბრიგადის ექიმები გაუწევენ პირველად დახმარებას იმ შემთხვევაში, თუკი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება. არ არის გამორიცხული, ამავე რეანომობილით ის გლდანის ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ. მიხეილ სააკაშვილს რომ კატეგორიულად არ სურს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადასვლა, ეს ადვოკატებმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს.

ინტერესების დამცველებმა აბსურდული უწოდეს პენიტენციური სამსახურის მიერ დაწყებულ მოკვლევასაც, რომლის მიხედვითაც პატიმარმა სარკმელთან მისვლით ციხის შინაგანაწესი დაარღვია.

მიხეილ სააკაშვილს საკანში ტრადიციულად დღესაც სტუმრობდნენ მხარდამჭერები და თანამებრძოლები. მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე, რომელიც საქართველოში 2 დღით დაბრუნდა, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დილიდან მივიდა. საკნიდან გამოსულმა ლიზა იასკომ თქვა, რომ სააკაშვილი ფიზიკურად არა, თუმცა მორალურად მხნედაა და პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს. 

მიხეილ სააკაშვილი 22 დღიანი პატიმრობის შემდეგ კამერებმა გისოსებს მიღმა გუშინ პირველად დააფიქსირეს. გვიან ღამით კი მასთან სახალხო დამცველიც იმყოფებოდა. ექსპრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააპატიმრეს. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

დღის ამბები