09 დეკემბერი 2021,   11:55
ვრცლად
შეხვედრები ამომრჩეველთან - პრემიერი სამეგრელოს იმ მუნიციპალიტეტებში ჩავიდა სადაც არჩევნების მე-2 ტურები გაიმართება

"ქართული ოცნების" ლიდერები სამეგრელოს იმ შვიდ მუნიციპალიტეტში უკვე იმყოფებოდნენ, სადაც არჩევნების მე-2 ტურები გაიმართება. ​დღეს პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე ხობში, სენაკსა და ფოთში ჩავიდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნების" რჩეულები ქვეყნის მასშტაბით ოცივე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებენ. 20-დან 7 ქალაქი, სადაც მე-2 ტური გაიმართება სწორედ სამეგრელოშია. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მომდევნო თვეების განმავლობაში რეგიონების მეტად განვითარებისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგმება.

ხობი, ფოთი სენაკი - პრემიერი შეხვედრებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კანდიდატების განსხვავებებზე საუბრობს. ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს აკრიტიკებს და რეგიონში დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

რეგიონს უკვე მეორე დღეა პრემიერთან ერთად სტუმრობს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მუნიციპალიტეტებში სადაც მე-2 ტურები გაიმართება, მათი კანდიდატები გაიმარჯვებენ. 

ხვალ პრემიერი, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად იმერეთში და ლეჩხუმში ჩავა.

დღის ამბები