09 დეკემბერი 2021,   11:22
ვრცლად
იმ კანონებით რომ მივდგომოდით, რა კანონებიც სააკაშვილის დროს იყო, 30 წელი მოუწევდა ციხეში ყოფნა - კახა კალაძე მე-3 პრეზიდენტზე 

თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე "ღამის კურიერში" დასმულ კითხვაზე არის თუ არა მმართველი გუნდისთვის პოლიტიკურად მომგებიანი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, პასუხობს, რომ მთავარია, ქვეყნისთვის რა იქნება მომგებიანი.

მისი თქმით, მთავარი ამოსავალი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია და არა ადამიანური თუ პოლიტიკური ფაქტორი. 

"მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს სწორი შეკითხვაა, რადგან ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქედან, რა არის ქვეყნისთვის მომგებიანი და არა კონკრეტული პიროვნებებისთვის ან პოლიტიკური პარტიისთვის. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული და სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, იხდის სასჯელს, ეს ქვეყნისთვის არის სწორი გადაწყვეტილება. თუ ჩვენ დავიწყებთ ისეთ მიდგომებს, რომ ადამიანური და პოლიტიკური ფაქტორი ჩაერიოს ამ ყველაფერში, მაშინ ევროპული ქვეყანა ვერ ვიქნებით. პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას და ჩვენს კანონებს. 

თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა - იმ კანონებით რომ მივდგომოდით, რა კანონებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო, დღეს მას 30 წელი მოუწევდა ციხეში გაეტარებინა. 

რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს ამ თემასთან დაკავშირებით - მთავარი ამოსავალი წერტილი გახლავთ საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენი კანონმდებლობა. ნამდვილად არ მსიამოვნებს არავის, თუნდაც სააკაშვილის ციხეში გაშვება, ნამდვილად არ მიხარია, მაგრამ არც ის მიხაროდა. რომ წლების წინ, 2012 წლამდე ოჯახებს აუბედურებდნენ, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ და მოკლულ ადამიანებს სახურავზე ყრიდნენ, გირგვლიანების ოჯახი ამოწყვიტეს და სულხან მოლაშვილის ოჯახი გააუბედურეს. შესაბამისად, ამ ადამიანს მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომელიც მათი რეჟიმის დროს განხორციელდა,"-აცხადებს კალაძე. 

დღის ამბები