28 ნოემბერი 2021,   12:04
ვრცლად
ბიჭებისთვის გრძელი თმის აკრძალვისთვის აშშ-ში მოსწავლეებმა სკოლას უჩივლეს

ბიჭებისთვის გრძელი თმის აკრძალვისთვის 7 მოსწავლე ტეხასის შტატის სკოლას უჩივის - ამის შესახებ BBC  წერს.

გამოცემის ინფორმაციით,  სკოლის ადმინისტრაციამ 9 წლის მოსწავლე გრძელი თმის ტარების გამო დასაჯა, მას 1 თვის მანძილზე საგაკვეთილო პროცესის დროს შესვენება და ლანჩისთვის გამოყოფილი დროის გამოყენება აეკრძალა. 

ხსენებული მოსწავლე და სხვა, 7-დან 17 წლამდე მოზარდები ამბობენ, რომ დრესკოდის ასეთი პოლიტიკა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ფედერალურ კანონს, რომელიც კრძალავს სქესობრივ დისკრიმინაციას. 

სკოლის ადმინისტრაციის თქმით, ისინი სარჩელს განიხილავენ. საჩივარში აღნიშნულია, რომ შვიდი მოსწავლიდან ექვსი ბიჭია, ხოლო ერთი არაბინარული იდენტობის მქონე. ერთ-ერთი ბავშვი ლათინოამერიკელია და გრძელ თმას მამამისის მსგავსად - ოჯახური ტრადიციის შესაბამისად ატარებს, ხოლო არაბინარული მოზარდისთვის კი გრძელი თმა მისი გენდერული გამოხატვის "კრიტიკული კომპონენტია". ორივე მათგანი სკოლის შინაგანაწესის მიხედვით იქნა დასჯილი. 

სარჩელი მოსწავლეების სახელით "ამერიკის საზოგადოებრივი თავისუფლების გაერთიანების" მიერ არის შეტანილი.

წყარო: BBC

ავტორი: დაჩი წურწუმია

დღის ამბები