09 დეკემბერი 2021,   12:18
ვრცლად
კორონავირუსის ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში 90%-ით ეფექტურია - Pfizer

Pfizer-ი და მისი პარტნიორი BioNTech-ი აცხადებენ, რომ მათ მონაცემებზე დაყრდნობით, მხარს უჭერენ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში "კოვიდ-19-ის" ვაქცინის ავტორიზაციას.

"ევრონიუსის" ცნობით, კომპანიებმა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში​ ზრდასრულთა დოზის მესამედის, 10 მიკროგრამი ვაქცინის დოზის მოქმედება შეისწავლეს. მათი თქმით, მცირედი დოზა სპეციალურად შეირჩა, რათა მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი გვერდითი მოვლენების გამოწვევის რისკი, რადგან იმუნური რეაქცია საკმაოდ ძლიერია.

ჩატარებული კლინიკური კვლევის მიხედვით, ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა კორონავირუსის სიმპტომების წინააღმდეგ. კვლევაზე დაყრდნობით, არ გამოვლინდა არანაირი გვერდითი მოვლენა, ხოლო ანტიგენების რეაქცია ვაქცინაზე იგივე იყო, რაც 16-დან 25 წლამდე ადამიანებში.

ავტორი: დაჩი წურწუმია

დღის ამბები