05 დეკემბერი 2021,   05:47
ვრცლად
"პრემიერის გამონათქვამებზე პასუხებს არ ვიძლევი" - მამუკა ხაზარაძე

43 % ზღვართან და რეფერენდუმთან დაკავშირებით განსხვავებულია ოპოზიციის დამოკიდებულება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნების თანაბარ პირობებში ჩატარების შემთხვევაში "ოცნება" ამ ნიშნულს ვერ გადალახავდა და შესაბამისად, სხვაგვარი იქნებოდა პოლიტიკური რეალობაც.

"არანაირი 43% არ გადაულახავთ. ამ ქვეყანაში არ ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამ ქვეყანაში არჩევნებს სუსი ატარებს. ეგ არის ერთის მხრივ, შანტაჟის ინსტრუმენტი და მეორეს მხრივ, ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფულით, ისევე როგორც მომავალში ჩვენი შვილების გადასახდელი ვალებით, ინფლაციით, ახალი დაბეჭდილი ფულით, ეს სისტემა, რომელიც ახლა მართავს ქვეყანას, აფინანსებს ხმების ყიდვას," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"პრემიერის გამონათქვამებზე პასუხებს არ ვიძლევი, უბრალოდ მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება მეტი ისაუბროს თვითონ, იმიტომ, რომ უფრო ნათელი გახდეს თუ როგორი პრემიერ-მინისტრი გვყავს და როგორ მართავენ ისინი ქვეყანას," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი თავის მხრივ აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი მოიგო.

დღის ამბები