



მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 მილიონს უახლოვდება. ბოლო 1 კვირის მონაცემებით, 18%-ითაა გაზრდილი ინფიცირების სტატისტიკა დიდ ბრიტანეთში, სადაც მთავრობას უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
ღამის 10 საათიდან ქუჩაში გასასვლელად კოვიდპასპორტის ქონა სავალდებულო იქნება სერბეთში, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვირუსის ტალღის შესაკავებლად საკმარისი არ არის.
სექტემბერთან შედარებით, სიკვდილიანობა 33%-ით, ხოლო ინფიცირება 70%-ითაა გაზრდილი რუსეთში, მაშინ, როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყანაში 33%-ს არ აღემატება. ისრაელში კი, ბუსტერ კამპანიის მიუხედავად, ვირუსის მე-5 ტალღას არ გამორიცხავენ.