02 ოქტომბერი 2022,   20:42
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ჯარის, საჰაერო ძალებისა და პოლიციის ჩართულობით - კოლუმბიაში მთავარი ნარკობარონი დააკავეს

კოლუმბიის მთავარი ნარკობარონი, დაირო ანტონიო უსუგა დააკავებულია. ქვეყნის უდიდესი კრიმინალური დაჯგუფების ძებნილი ლიდერი, რომელსაც ოფიციალური პირები პაბლო ესკობარს ადარებენ, კოლუმბიის ჯარის, საჰაერო ძალებისა და პოლიციის მიერ ჩატარებული საერთო სპეცოპერაციის შედეგად იქნა აყვანილი.

დაირო ანტონიო უსუგას შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ დაწესებული იყო ფულადი ჯილდო 5 მილიონი დოლარის ოდენობით. გავრცელებული ინფორმაციით, ნარკორეალიზატორის დაკავების სპეცოპერაციას ერთი სამართალდამცავის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები