05 დეკემბერი 2021,   05:02
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე 30 ოქტომბრამდე" - ირაკლი კობახიძე   

ირაკლი კობახიძე რუსთავში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. 

როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, ახლა ყველაზე მთავარი არჩევნებამდე მაქსიმალურად სიმშვიდის შენარჩუნებაა. 

"მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე 30 ოქტომბრამდე, ეს არის მთავარი. დანარჩენ დეტალებში გავერკვევით, ეს პირველ რიგში, სამართალდამცავი უწყებების საქმეა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცდებით დეტალებში გარკვევას და ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს ინციდენტთან დაკავშირებით. ზოგადად, მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება ამ არჩევნებისთვის, ჩვენ ამ 3 კვირის განმავლობაში მშვიდი გარემო შენარჩუნებული გვქონდა და ასეთივე მშვიდი გარემო უნდა შევინარჩუნოთ შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში, ეს არის პრინციპული," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები