05 დეკემბერი 2021,   05:56
ვრცლად
კორუფცია და საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო - თამაზ მეჭიაურს ბრალდებებს უყენებენ

კორუფცია და საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო - მეორე ტურის წინ, თიანეთის მერობის კანდიდატს და ყოფილ მერს თამაზ მეჭიაურს ადგილობრივები და ყოფილი საჯარო მოხელეები ბრალდებებს უყენებენ. 

ნატო სუარიშვილი, რომელიც თიანეთის მერიის წარმომადგენელი იყო, ამბობს რომ სამსახური თავისი ნებით არ დაუტოვებია და წასვლა, პოლიტიკური შეხედულებების გამო, თიანეთს ყოფილმა მერმა, თამაზ მეჭიაურმა აიძულა.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობენ თიანეთის მერიის სხვა ყოფილი თანამშრომლებიც, მათ შორისაა იმედა შენგელია, რომელიც მაშინ, როდესაც, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა, მერიაში ეკონომიკის სამსახურს ხელმძღვანელობდა. იმედა შენგელია განმარტავს, რომ თანამდებობის დატოვება თამაზ მეჭიაურმა აიძულა, ახლა კი პარტიული შეხედულების გამო, მიწის ნაკვეთის რეგისტრირების საშუალებას არ აძლევს.

ბრალდებების ადრესატმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მეორე ტურის წინ ხელისუფლება მისი დისკრედიტირების მიზნით, ცრუ კამპანიას აწარმოებს. თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ მის დასამარცხებლად "ქართული ოცნება" ყველა მეთოდს გამოიყენებს.

თიანეთი იმ 20 საარჩევნო ოლქში შედის, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება. თამაზ მეჭიაურის უშუალო კონკურენტი "ქართული ოცნებიდან" ლევან წიკლაური გამარჯვებაში და როგორც თავად აცხადებს, თიანეთში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის შეუფერხებლად განხორციელებაში დარწმუნებულია.

დღის ამბები