28 ნოემბერი 2021,   12:29
ვრცლად
საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადული" - კონკურსში მონაწილეობა მწერლებს უკვე შეუძლიათ

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადული" დაარსდა.

პროექტი "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში შეიქმნა. საბავშვო ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა მწერლებს უკვე შეუძლიათ.

პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და რაც შეიძლება მეტი ბავშვის ლიტერატურით დაინტერესება.

პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ ქართულ საბავშვო ჟურნალ "ნაკადულს" უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ ისეთი მწერლები, როგორებიც არიან აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა.

დღის ამბები