27 ნოემბერი 2021,   09:59
ვრცლად
შიმშილობის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის სათანადო მონიტორინგის და დახმარების გასაწევად კლინიკაში ყველა პირობაა - თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ გარკვეული ტიპის გამოკვლევებისთვის საჭირო აპარატურა მე-18 დაწესებულებას არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ დოპლერ გამოკვლევა ექსპრეზიდენტს უკვე ჩაუტარდა პორტატული მოწყობილობის საშუალებით, რომელიც დაწესებულებაში ექიმებს აქვთ. 

"ჩვენ აქცენტი გვაქვს იმ მთავარ რეკომენდაციაზე, რომელსაც კონსილიუმი გასცემს შიმშილობასთან დაკავშირებული გართულებების მონიტორინგის მიზნით. მულტიფუნქციური კონსილიუმის შეკრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ ის, რომ მათ თავიანთი მიმართულებებით გაეცათ სპეციფიკური რეკომენდაციები ნევროლოგიის, ჰემატოლოგიის, კარდიოლოგიის, ენდოკრინოლოგიის კუთხით, ხომ არ იქნებოდა კიდევ დამატებით რაიმე რესურსის მობილიზების აუცილებლობა. ამ შემთხვევაში, ის ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ თუკი ჰოსპიტალიზაცია გახდა შესაძლებელი, მიზანშეწონილია, რომ ჰოსპიტალიზაცია მოხდეს მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც ჩამონათვალი ამ მიმართულებების შეიძლება ძალიან გრძელი იყოს. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ კონკრეტული საჭიროებები, რაზეა საუბარი.

იმისთვის, რომ შიმშილობის მდგომარეობაში მყოფ პირს გაეწიოს სათანადო მონიტორინგი და ასევე, დახმარება კვალიფიციური გუნდის მიერ, ამისთვის ყველა პირობა, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, იმისთვის, რომ მონიტორინგი, კარდიომონიტორინგი, ასევე ელექტროლიტების მონიტორინგი, შესაფერისი მკურნალობა, რაც ამ პირობებში არის აუცილებელი, ამისი გაწევის შესაძლებლობა, ბუნებრივია ამ კლინიკაში არის," - ამბობს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები