27 ნოემბერი 2021,   09:38
ვრცლად
სასამართლომ დიდი ოდენობით თაღლითობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის ივნისში, ბრალდებული დაზარალებულს დაპირდა, რომ თითქოსდა შეეძლო სისხლის სამართლის საქმეებზე სხვადასხვა კომპანიების და პირებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული და ვითომდა პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონებების (საცხოვრებელი ბინების) და ავტომანქანის მისთვის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 5 500 აშშ დოლარს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებული 2021 წლის 8 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

დღის ამბები