27 ნოემბერი 2021,   10:22
ვრცლად
კოვიდით საქართველოში სულ 9 არასრულწლოვანი გარდაიცვალა - როგორია ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 15% მოზარდები არიან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, COVID-19-ით ინფიცირებულია 103 927 არასრულწლოვანი, მათგან 6979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა, ხოლო 9 მოზარდი კოვიდით გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კოვიდით გარდაცვლილ არასრულწლოვნებს, სამი ჩვილის გამოკლებით, თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება ჰქონდათ.

დღის ამბები