28 ნოემბერი 2021,   12:56
ვრცლად
გამოძიების ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი პირადი ექიმის უცხოეთში ვიზიტებს ბიუჯეტიდან აფინანსებდა

საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმე ერთ-ერთია, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, თუმცა საპატიმროში მყოფ ექსპრეზიდენტს ამ საქმეზე ჩვენება ჯერ არ მიუცია.

სხვადასხვა ხარჯებს შორის საქმის მასალებში აღწერილია მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის უცხოეთში ვიზიტების ხარჯები, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. საქმეში მტკიცებულების სახით დართული გადახდის ქვითრების მიხედვით, მხოლოდ 2011-12 წლებში სხვადასხვა ქვეყანაში ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტები ბიუჯეტს 124 644 ლარი დაუჯდა.

გერმანია, შვეიცარია, ჰოლანდია, იტალია, აშშ – ამ ქვეყნებში ნიკოლოზ ყიფშიძის სახელზე ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია, როგორც ავიაბილეთების, ისე სასტუმროების მომსახურეობის და სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები.

დღის ამბები