02 დეკემბერი 2022,   11:36
ვრცლად
თავდასხმა თბილისი პრაიდის ოფისზე, უკანონო შეჭრა და ინვენტარის დაზიანება - 5 ივლისის საქმეზე სასამართლოში ექსპერტები გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისზე ჯგუფურად თავდასხმის, უკანონოდ შეჭრის, ინვენტარის დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო სხდომა გაიმართა.

პროცესზე ექსპერტები გამოიკითხნენ, რომლებმაც ოფისის ინვენტარის დაზიანებებზე ისაუბრეს.

ბრალდებულის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ოფისის ინვენტარი არ დაუზიანებიათ და უდანაშაულოები არიან.

"დაადასტურეს, რომ ბანერები იყო დაზიანებული, ჩამოგდებული, დამწვარი. ჭიკარტებდაკრული ბანერებით მიხვდნენ, რომ ის იყო ჩამოგდებული, თორემ ის, რომ მათ დაენახათ როგორ აგდებდნენ ბანერებს, ვინ აგდებდა, მსგავსი რამ მოწმეს არ უთქვამს.

ვიდეომასალები იყო ამოღებული როგორ ადიან ოფისის აივანზე, როგორ გადადიან, როგორ ვარდება ბანერი, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩამოუგდია ბანერი," - განაცხადა გიორგი ელიზბარაშვილის ადვოკატმა ეკატერინე ბერინაშვილმა

დღის ამბები