02 ოქტომბერი 2022,   20:04
ვრცლად
პოლიციამ თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალდამცველებმა თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, და უკანონო საბრძოლო მასალაც ამოიღეს. დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ბრაუნინგის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.

ასევე "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 46 საბრძოლო ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები