04 თებერვალი 2023,   06:44
ვრცლად
პომპეიში მონების საცხოვრებელი აღმოაჩინეს

პომპეიში მონების საცხოვრებელი აღმოაჩინეს.

გათხრების ტერიტორიაზე ნაპოვნია 2 ადამიანის ჩონჩხის ნაშთები, რომელთაგან ერთი სავარაუდოდ მაღალი ფენის ადამიანი იყო, მეორე კი მისი მონა.

გარდაცვლილები ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ გაქცევას ცდილობდნენ. აღმოჩენილ ხელუხლებელ ოთახში, ასევე ნაპოვნია ხის 3 საწოლი, სკივრი და პირადი მოხმარების სხვა ნივთები.

არქეოლოგების განცხადებით, აღმოჩენა უნიკალურია, რადგან ისტორიულ წყაროებში მონების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მწირი ცნობები მოიპოვება.

დღის ამბები