09 თებერვალი 2023,   13:40
ვრცლად
ამირან გამყრელიძე "ფაიზერის" ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუსტერ დოზით აიცრა. გამყრელიძემ აცრა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

ამირან გამყრელიძემ პირველ ჯერზე "სინოფარმის" ვაქცინით იყო აცრილი. ბუსტერ დოზა კი "ფაიზერით" გაიკეთა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, "ფაიზერზე" არჩევანის შეჩერება იმ ეჭვების გაქარწყლებასაც ემსახურებოდა, თითქოს ქვეყანაში არსებულ ფაიზერს ვადა გაუვიდა და მისი ვარგისიანობა საეჭვოა.

 

დღის ამბები