23 იანვარი 2022,   19:06
ვრცლად
"დიდგორი 2021-ის" ფარგლებში თავდაცვის ძალებისა და შსს-ს ქვედანაყოფებმა საველე სწავლება გამართეს

"დიდგორი 2021-ის" ფარგლებში თავდაცვის ძალებისა და შსს-ს ქვედანაყოფებმა საველე სწავლება გამართეს.

იმიტირებული სცენარის მიხედვით, ერთობლივი საველე სწავლება, ამჯერად, თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეკი-სორტას საწვრთნელ არეალში გამართეს.

შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებით დიდგორი 2021- სწავლება ემსახურება კრიზისულ და საომარ სიტუაციაში უწყებათაშორისი კოორდინაციასა და თანამშრომლობის გაღრმავებას 

"დიდგორი 2021-ში, შსს-ს ორასამდე თანამშრომელი მონაწილეობს. მონაწილეობას იღებენ, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში.

აღნიშნული ემსახურება საომარ და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავების და დახვეწას,"-განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა

"არსებული სწავლება, საველე კომპონენტი ხელს უწყობს სხვადასხვა უწყების და სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების შერწყმას, სხვადასხვა ტაქტიკური უნარ-ჩვევის დახვეწას,“-განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის მეთაური ცეზარ თოფურიამ.

დღის ამბები