22 იანვარი 2022,   06:26
ვრცლად
რა გახდა გლდანში ახალგაზრდა ბიჭის დაჭრის მოტივი - "კურიერმა" დეტალები გაარკვია

გლდანში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია. პოლიციამ 1 ადამიანი უკვე დააკავა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გამოძიების ვერსიით დაკავებულმა 21 წლის ბიჭს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მოტივზე არ საუბრობენ, "კურიერმა" გაარკვია, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა მაღაზია "მაგნიტის" კონსულტანტის მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფა, რასაც ადგილზევე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შემდეგ უკვე ჩხუბი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა.

"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ერთ-ერთმა დაპირისპირებულმა მამაკაცმა ცივი იარაღი გამოიყენა.

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება მეორე მამაკაცს, ის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა ის მალევე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ მამაკაცს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები