22 იანვარი 2022,   05:56
ვრცლად
"ტიტვლები იყვნენ და მეტი რა უნდა მენახა... გავლახე" - 12 წლის ბიჭის წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური დანაშაულის საქმის დეტალები

"კურიერმა" სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური დანაშაულის საქმეზე დამატებითი დეტალები გაარკვია.

"კურიერის" ინფორმაციით, რადენიმე დღის წინ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი დაზარალებული 12 წლის მოზარდის სახლში მივიდა, სადაც მამა და არასრულწლოვანი ბიჭი ცხოვრობენ. ბრალდებულმა მიიღო ალკოჰოლი და აღნიშნული დანაშაული სწორედ ამის შემდგომ მოხდა, რასაც მოგვიანებით მოზარდის მამა შეესწრო. ხმაურზე სავარაუდოდ მეზობელმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდგომაც სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

"კურიერის" ინფორმაციით, დაზარალებულმა და ბრალდებულმა ერთმანეთი 1 წლის წინ გაიცნეს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი სახის დანაშაული მოხდა.

12 წლის ბიჭს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მოზარდი უკვე გამოიკითხა სოცმუშაკების თანდასწრებით.

"ერთმანეთს იცნობდნენ უფრო მეტად, მე არ ვიცნობდი კარგად. შევესწარი. ტიტვლები იყვნენ და მეტი რა უნდა მენახა... გავლახე, იმ ღამესვე დავიჭირე. მარტო ვცხოვრობთ მე და ბავშვი," - განაცხადა მოზარდის მამამ.

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

დღის ამბები