22 იანვარი 2022,   06:07
ვრცლად
კიევში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი მალანია ჩაცხრილეს

კიევში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი, 42 წლის ირაკლი მალანია ჩაცხრილეს. მას სასამართლოს შენობის წინ რამდენჯერმე ესროლეს. ამის შესახებ Detective-Info ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

შემთხვევა 16 ნოემბერს, კიევ-სვიატოშინსკის რაიონული სასამართლოს შენობასთან მოხდა, მსჯავრდებულს გამვლელი მანქანიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ირაკლი მალანია საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღით მას ჭრილობები მარცხენა ბარძაყის, მარჯვენა ფეხის, მუცლისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული.

როგორც უკრაინული გამოცემა წერს, მალანია მიხეილ სააკაშვილთან დაახლოვებული პირი იყო და ოდესის გუბერნატორობის დროს ციხიდან სწორედ მიშამ დაიხსნა. უფრო კონკრეტულად კი, მალანიას ბრალად უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაქოვის ნათესავზე თავდასხმა ედებოდა ბრალად და სანამ ავაქოვი მინისტრი იყო, მალანიას გამოშვებაზე საუბარიც კი არ მიდიოდა, თუმცა როგორც კი ავაქოვი მოხსნეს, სააკაშვილმა მაქსიმუმი გააკეთა მალანიას ციხიდან გამოსაშვებად.

 

დღის ამბები