23 იანვარი 2022,   20:15
ვრცლად
დენით დახოცილი თევზებით სავსე მდინარე - "კურიერმა" უკანონო თევზჭერის კადრები მოიპოვა 

უკანონო თევზჭერის პრობლემა საქართველოში ისევ აქტიურია. მიუხედავად აკრძალვისა მაინც ხშირია შემთხვევები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა დენით დახოცილი თევზებით სავსე მდინარის კადრები.

ფაქტია, რომ ბრაკონიერები წყალში აფეთქებებს და დენით თევზის ჭერას არც დაცულ ტერიტორიებზე ერიდებიან - ეს კი ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში უკვე გაგზავნილია.

კანონმდებლობის მიხედვით, ბრაკონიერი ჩადენილი დანაშაულისთვის, ჯარიმას გარემოსთვის მიყენებული ზიანის მიხედვით იხდის, იმ შემთხვევაში თუ შედეგი სავალალოა შესაძლოა პირი პასუხისგებაშიც მიეცეს.

დღის ამბები