23 იანვარი 2022,   19:50
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ოფისში მინები ჩაამსხვრიეს

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ოფისში მინები ჩაამსხვრიეს. ვიტრაჟს ქვა დაუდგენელმა პირმა ესროლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ. დაწყებულია გამოძიება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაშინებასა და შანტაჟზე საუბრობენ და მომხდარს მმართველ გუნდს უკავშირებენ.

მათივე თქმით, პარტიის ოფისის მიმდებარედ არაერთი სათვალთვალო კამერაა, თუმცა გამოძიების ობიექტურად ჩატარების იმედი არ აქვთ.

დღის ამბები