03 თებერვალი 2023,   16:47
ვრცლად
ბელარუსის სასაზღვრო კრიზისი შესაძლოა რაღაც უფრო უარესს მოასწავებდეს - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

"ბელარუსის სასაზღვრო კრიზისი შესაძლოა, "რაღაც უფრო უარესს" მოასწავებდეს" - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსი საზღვარზე ასობით მიგრანტის გადაყვანას კვლავ განაგრძობს.

პოლონეთის მთავრობა ბელარუსის წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს, მათ შორის ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის სრულ ჩაკეტვას.

ევროკავშირი კრიზისის ორგანიზებასა და მიგრანტების ნაკადის წახალისებაზე პასუხისმგებლობას ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს აკისრებს.

დღის ამბები