05 დეკემბერი 2021,   05:50
ვრცლად
1 კვირაში კოვიდსაშვები ამოქმედდება - რა შემთხვევაში ენიჭება პირს "მწვანე პასპორტი" და სად იქნება მისი წარდგენა სავალდებულო

დარჩენილია 6 დღე - 1 დეკემბრიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" იწყებს მოქმედებას. 1 დეკემბრიდან ის, ვისაც არ ექნება კოვიდსაშვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვეღარ მოხვდება, თუმცა ეს რეგულაცია ტრანსპორტს არ ეხება.

როგორც წესი "მწვანე პასპორტი" სხვა ქვეყნებში არ აქვთ აუცრელ კოვიდ გადატანილებს, თუმცა საქართველოში კოვიდსაშვი მათ მუდმივად აქვთ მინიჭებული. დღეს ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა არ გამორიცხა, რომ მომავალში ეს საკითხიც გადაიხედოს.

რა არის საჭირო, რომ "მწვანე პასპორტის" მფლობელი გახდეთ? ოთხი ინდიკატორიდან ერთ-ერთი - ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათის PCR ტესტი ან ბოლო 24 საათში გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტი. ის, ვისაც ამ ჩამონათვალიდან არცერთი არ ექნება ვეღარ მოხვდება ვერც რესტორნებსა და კაფე-ბარებში, ვერც კინოთეატრებსა და სასტუმროებში და ვერც სამთო კურორტების საბაგიროებზე.

ბიზნესი უსაფრთხო გარემოს შექმნის კონცეფციას მიესალმება. მიაჩნიათ, რომ იმ რესტორანსა, თუ ნებისმიერ კვების ობიექტში, სადაც ყველა ვაქცინირებული ან კორონაგადატანილი იქნება გაიზრდება მომხმარებლის რაოდენობა. საათობრივი შეზღუდვის მოხსნა კი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების პარალელურად, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს და შეაფასეს. პირბადის ტარების მაჩვენებელი პირველად - 28 %-ია, მობილობა 2%-ით გაზრდილი. კლინიკებში 7 ათასამდე ინფიცირებულია, თითქმის ყველა ჟანგბადდამოკიდებული ან მძიმეა. ამ ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო მდგომარეობს საგანგაშოდ აფასებს.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი რეგულაციების შესრულების და აღსრულების პრობლემებზე საუბრობს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანდემიის მართვის პროცესში მოქალაქეების ქცევის წილი გაცილებით დიდია.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მთავარი თემა ასევე აცრების ტემპის გააქტიურება იყო. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ მიღებული გადაწყვეტილებები და კამპანია, რომელიც რეგიონებში მიმდინარეობს, ვაქცინირებულთა რიცხვს გაზრდის. 

დღის ამბები