05 დეკემბერი 2021,   06:36
ვრცლად
თბილისის მთავრობას უფლებამოსილება შეუჩერდა

თბილისის მერი განცხადებით, თბილისის მთავრობას დღეიდან უფლებამოსილება შეუჩერდა. კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში დედაქალაქის საკრებულოს თბილისის მთავრობის განახლებული შემადგენლობა დასამტკიცებლად წარედგინება.

"დღეს უნდა ჩატარებულიყო დედაქალაქის მთავრობის სხდომა, თუმცა გვაქვს განსხვავებული მდგომარეობა. როგორც იცით, მაქვს პატივი, ვიყო თბილისის მეორე ვადით არჩეული მერი. ამისთვის დიდი მადლობა თითოეულ თბილისელს, ყველას, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა. ასევე, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ საარჩევნო კამპანიაში და გვერდით გვედგა.

ამასთან, გაცნობებთ, რომ თბილისის მთავრობას დღეიდან შეუჩერდა უფლებამოსილება. სულ მალე საკრებულოს წარვუდგენ ჩვენს გუნდს, რომლის წევრების უმეტესობას თქვენ კარგად იცნობთ, თუმცა მთავრობის შემადგენლობა ასევე იქნება განახლებული. ასე რომ, ახალი ვადით და სრული უფლებამოსილებით დედაქალაქის მთავრობა მალე ისევ ჩადგება თბილისის სამსახურში," - აღნიშნა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-ჩართვისას.

 

დღის ამბები