05 დეკემბერი 2021,   05:28
ვრცლად
შვედეთის პირველმა ქალმა პრემიერმა თანამდებობა მისი დამტკიცებიდან რამდენიმე საათში დატოვა - რა გახდა მიზეზი

შვედეთის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა მისი დამტკიცებიდან რამდენიმე საათში დატოვა. მაგდალენა ანდერსონმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბიუჯეტის მისმა პროექტმა პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და კოალიციური მთავრობა მოკავშირე მწვანეთა პარტიამ დატოვა.

ახლა უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონსტიტუციური პრაქტიკის მიხედვით, კოალიციური მთავრობიდან რომელიმე პარტიის გასვლის შემთხვევაში, მთავრობა უნდა გადადგეს. ანდერსონს არ სურს იმ მთავრობის მართვა, რომლის ლეგიტიმურობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მაგდალენა ანდერსონი იმედოვნებს, რომ ერთპარტიული მთავრობის ​პრემიერ-მინისტრი გახდება.

დღის ამბები