28 იანვარი 2022,   15:01
ვრცლად
პოსტ-შიმშილობის მკურნალობის 1 კვირა - რა მიზეზით თქვა მიხეილ სააკაშვილმა მორიგ რადიკალურ ნაბიჯზე უარი და ჩაერთვება თუ არა რეაბილიტაციის პროცესში ფსიქიატრი

მიხეილ სააკაშვილმა მორიგ რადიკალურ ნაბიჯზე ადვოკატებთან შეხვდრის შემდეგ ორშაბათამდე უარი თქვა იმ არგუმენტით, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება შეძლოს. სხდომა ორშაბათს არის ჩანიშნული.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ დააანონსა, რომ თუ თანაგუნდელ პოლიტიკოსებს მასთან არ შეუშვებდნენ, მკურნალობის კურსს შეწყვეტდა. დეპუტატი აკო მინაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალთან დღესაც დილიდან მივიდა. პატიმართან შესვლის საშუალება რომ ექნებოდა, ეს მედიას კონსილიუმის ერთ-ერთმა ექიმმა უთხრა.

უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესში სხვა მედიკოსებთან ერთად ფსიქიატრიც ჩაერთვება. კონსილიუმის ექიმის ინფორმაციით, დადებითი დინამიკა გრძელდება, თუმცა ექსპრეზიდენტს ფსიქოლოგის და ფსიქიატრის კონსულტაცია სჭირდება. მისი თქმით, აუცილებელია შეიზღუდოს ექსპრეზიდენტთან შემსვლელების რიცხვიც.

სტუმრების რაოდენობის შეზღუდვა მიუღებელია გიული ალასანიასთვისაც.

ექსპრეზიდენტის პოლიტიკური და სამართლებრივი მომავალი შეფასებების თემა საკანონმდებლო ორგანოში დღესაც იყო.

ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი შიმშილობის შედეგებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მეშვიდე დღეა მკურნალობს და ორშაბათს სასამართლო პროცესის მოლოდინშია.

დღის ამბები