20 იანვარი 2022,   08:54
ვრცლად
"ომიკრონის" სავარაუდო შემთხვევა გერმანიაშიც გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა

ამის შესახებ ინფორმაციას Guardian ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საეჭვო შემთხვევა გერმანიის დასავლეთ ნაწილში, კერძო ჰესენის მხარეში აღრიცხეს.

როგორც ადგილობრივი მთავრობა ამტკიცებს, "ომიკრონსთვის" დამახასიათებელი ნიშნები სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურს დაუდასტურდა, რომელიც ამჟამად იზოლირებულია.

როგორც ჰესენში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პაციენტისგან აღებული ანალიზების შესწავლა.

თუ პაციენტს ახალი შტამი დაუდასტურდა, ეს იქნება "ომიკრონით" დაავადების პირველი შემთხვევა გერმანიაში.

დღის ამბები