28 იანვარი 2022,   16:24
ვრცლად
გზავნილები რიგის სამიტამდე - რა აქცენტები გაკეთდა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ პერსპექტივაზე ვაშინგტონსა და NATO-ს შტაბბინაში

შავ ზღვაზე მსჯელობა ბალტიის ზღვისპირეთიდან იწყება - ლატვია 3 დღეში NATO-ს ყველა მინისტრს შეკრებს და მათთან ერთად შეკრებს ასპირანტებსაც: საქართველოს, უკრაინასა და ბოსნია-ჰერცოგოვინას. ის, რაც რიგაში ითქმება, ამ ქვეყნების ბედს მნიშვნელოვნად შეეხება. NATO-ში საქართველოს ელჩს პოზიტიური და ამავდროულად, რეალისტური მოლოდინები აქვს. ხაზს უსვამს, რომ ალიანსის 2030 წლის კონცეფციაზე მოკავშირეებთან ერთად, სწორედ თბილისი და კიევი მუშაობდა, რის ასახვასაც უკვე პრაქტიკაში ელის.

იენს სტოლტენბერგმა რიგის მინისტერიალის დღის წესრიგზე გუშინ ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პროვოკაციული ქმედებების ფონზე, ქვეყნებს კიდევ უფრო მეტი გაძლიერება მართებთ დემოკრატიული თვალსაზრისით.

რიგაში უკვე ელოდებიან ენტონი ბლინკენის გზავნილებსაც რუსეთის დესტრუქციული ქმედებების თაობაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს აღნიშნეს, რომ ამერიკის პირველი დიპლომატი რიგაში, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის სადარაჯოზე დადგება.

რას მოითხოვს ნატოსგან საქართველო? - ოპოზიციის თქმით, რუსული სამხედრო კონტიგენტის უკრაინასთან მობილიზებამ, დასავლეთის ყურადღება კიევისკენ გადაიტანა, საქართველოდან კი, NATO-ს პოზიტიური დღის წესრიგი თუ ლიდერობა დააკლდა, რაც როგორც არასდროს ისეა წამოსაწევი. სამიტიდან ოპოზიციის მოლოდინებიც ასევე ოპტიმისტურია, თუმცა იციან ისიც, თუ რამ შეიძლება საქართველოს ამ გზაზე ხელი შეუშალოს.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, რუსეთის ზეწოლის შეკავება NATO-ს მთავარი ამოცანაა, ამით ხსნიან მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინაზე გამახვილებულ ყურადღებას. "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ დასავლელ მოკავშირეებს მოუწევთ ის სტრატეგია ჩამოაყალიბონ, რომელიც რუსეთის ნებისმიერი შესაძლო ნაბიჯის ადეკვატურ პასუხად გამოდგება. 

რიგის მინისტერიალი 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს არის ჩანიშნული. 

დღის ამბები