19 იანვარი 2022,   11:17
ვრცლად
ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული - მისი მდგომარეობა მძიმეა

ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, მძიმეა. ვიტალი ტურძილაძე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კლინიკის ექიმი დავით ჯანაშია ამბობს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს.

შემთხვევა ტყიბულში გუშინ მოხდა. კარიერზე მიწის მასაში ორი ადამიანი მოჰყვა. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები