19 იანვარი 2022,   11:31
ვრცლად
ომიკრონი უკვე გერმანიასა და იტალიაშია - ევროპაში ახალი შტამის სულ უფრო მეტი შემთხვევა ვლინდება

კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი, ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, გერმანიასა და იტალიაშიც დაფიქსირდა. 

გუშინ ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ორი ინფიცირებული ერთმანეთთან არის დაკავშირებული და მათ სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. 

"არ ვგეგმავთ, ადამიანებს მგზავრობა ავუკრძალოთ, მაგრამ ყველას, ვინც დიდ ბრიტანეთში შემოვა. მოვთხოვთ PCR ტესტს და თვითიზოლაციას, ვიდრე მათი ტესტის პასუხი არ იქნება," - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. 

გუშინ ორი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განაცხადეს გერმანიაშიც. ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 ინფიცირებული ადამიანი სამხრეთ აფრიკიდან ქვეყანაში 24 ნოემბერს დაბრუნდა და ისინი ახლა იზოლაციაში იმყოფებიან. გერმანიის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მუწოდებენ იმავე რეისის ყველა მგზავრს, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. 

იტალიაში კი ომიკრონი დაუდასტურდა ადამიანს, რომელიც მოზამბიკში იმყოფებოდა. 

"პაციენტი და მისი ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ," - აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში. 

დღის ამბები