20 იანვარი 2022,   09:32
ვრცლად
ნიდერლანდებში "ომიკრონის" კიდევ 13 შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება

კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" დაუდგინდა კიდევ 13 ადამიანს, რომლებიც ნიდერლანდების დედაქალაქში სამხრეთ აფრიკიდან ჩაფრინდა.  

ისინი იმ 61 მგზავრს შორის არიან, რომლებიც მოგზაურობისას ახალი ვარიანტით დაინფიცირდნენ. პაციენტები აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროში, კარანტინში გადაიყვანეს.

"ვირუსის სეკვენირება მიდინარეობს, ამ დროისთვის კოვიდდადებით ადამიანებს შორის 13 აღმოჩნდა ომიკრონით ინფიცირებული. შესაძლოა, ნიდერლანდებში კიდევ არაერთი შემთხვევა გაჩნდეს," - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა. 

ნიდერლანდებში კიდევ 5 ათასი ადამიანის ტესტირებას გეგმავენ, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში, ბოცვანაში, ესვატინიში, ლესოტოში, მოზამბიკში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში იმყოფებოდნენ. 

დღის ამბები