18 იანვარი 2022,   02:11
ვრცლად
ინგლისში რომაული მოზაიკა აღმოაჩინეს,რომელზეც გამოსახულია ტროას ომიდან ჰექტორისა და აქილევსის ბრძოლის სცენა

ინგლისში, ლესტერის ტაძრის მახლობლად არქეოლოგთა ჯგუფმა რომაული მოზაიკა აღმოაჩინა. მოზაიკაზე გამოსახულია ჰექტორისა და აქილევსის ბრძოლის სცენა, ტროას ომიდან.

მოზაიკა ჰომეროსის ილიადას ყველაზე ძველ გამოსახულებად მიიჩნევა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ოდესმე აღმოუჩენიათ.

მისი იშვიათობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტმა მოზაიკას მემკვიდრეობის დაცვის უძველესი ფორმა მიანიჭა.

დღის ამბები