18 იანვარი 2022,   02:47
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" კანადაშიც დადასტურდა

 მსოფლიოში კორონავიირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 262 მილიონს უახლოვდება.

რაც შეეხება კორონავირუსის, ახალი ვარიანტი "ომიკრონი" კანადაშიც დადასტურდა. იაპონია კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. დღეიდან აფრიკის, 8 ქვეყნიდან მოგზაურობაზე შეზღუდვებს აწესებს შეერთებული შტატები. ავიარეისების ნაწილი 2 კვირით შეწყვიტა მაროკომ. აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთან ავიარეისები შეაჩერა ავსტრალიამაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უცნობია სხვა ვარიანტებთან შედარებით რამდენად გადამდებია ვირუსის ახალი შტამი."ომიკრონის" ვარიანტთან დაკავშიერებით საგანგებო შეხვედრას გამართავენ "დიდი შვიდეულის" ჯანდაცვის მინისტრები. კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები უკვე დადასტურდა ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დანიასა და სხვა ქვეყნებში.

ახალი შტამის შესახებ დღეს განცხადებას გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კი, ქვეყნებს მოუწოდებს სამოგზაურო შეზღუდვები გააუქმონ, მისი თქმით, ამ ტიპის აკრძალვას მეცნიერული საფუძველი არ აქვს.

დღის ამბები