17 იანვარი 2022,   11:07
ვრცლად
მიგრანტების კრიზისის განსახილველად NATO-ს გენმდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტილიეტუვაში ჩავიდნენ

 მიგრანტების კრიზისის განსახილველად NATO-ს გენმდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტილიეტუვაში ჩავიდნენ.

ევროკავშირი და NATO ბელარუსის მხრიდან ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. იენს სტოლტენბერგმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსის საზღვარზე მიმდინარე მიგრანტების კრიზისის ორგანიზებაში, ალექსანდრე ლუკაშენკო დაადანაშაულეს.

ლიდერებმა კრიზისი ევროკავშირისადმი მიმართულ საერთო საფრთხედ შეაფასეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის გაძლიერებულ სამხედრო აქტივობაზეც ისაუბრა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საზღვარზე ჯარების უჩვეულო მობილიზაცია შემაშფოთებელია და რუსეთს დეესკალაციისა და გამჭვირვალეობისკენ მოუწოდა.

დღის ამბები