19 იანვარი 2022,   02:31
ვრცლად
1 დოლარი 3.0867 ღირს – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ივლისის შემდეგ

29 ნოემბრის მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით 1 თეთრით გამყარდა: ერთი აშშ დოლარი 3.0867 ლარი ღირს.

2021 წლის 28 ივლისის შემდეგ, ეს ლარის ყველაზე მყარი კურსია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0867 ლარი გახდა, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0100 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4849 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4931 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა.

დღის ამბები