19 იანვარი 2022,   03:14
ვრცლად
ვისაც შეხვდა ახალი შტამი, მათ არ ჰქონდათ ჩატარებული ვაქცინაცია - ეკატერინე ტიკარაძე ომიკრონზე

რა ზომებს მიიღებს ქვეყანა, რათა კორონავირუსის ახალი შტამი არ გავრცელდეს - მაშინ, როდესაც ე.წ. "სამხრეთ აფრიკული" ვარიანტი მსოფლიოში სწრაფი ტემპებით ვრცელდება, ასპროცენტიანი დაცვის გარანტია არც საქართველოს აქვს.

ჯანდაცვის მინისტრი გარკვეული ზომების აუცილებლობაზე საუბარს. ეკატერინე ტიკარაძე რეგულაციების დაცვისა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

მინისტრი აცხადებს, რომ არცერთი, ვისაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა, ვაქცინირებული არ ყოფილა. 

"რაც შეეხება ამ შტამის მართვას საქართველოს პირობებში, პირველი რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გავეცით, იქნა გათვალისწინებული. რაც შეეხება ანტიგენტესტირებას, აქ გეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი არის PCR ტესტირების ჩართვა, ვინაიდან, ის მეტად უფრო ზუსტია და ანტიგენტესტი არის უფრო მეტად სიმპტომურ პაციენტებში გამოსაყენებელი ტესტი და ეს რეკომენდაციებიც დამატებით იქნება შემუშავებული.

პანდემიის სამართავად გვაქვს რამდენიმე მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის გარკვეულწილად, შეზღუდვები, ოღონდ ამაში არ ვგულისხმობ მკაცრ ლოკდაუნებს, აქ არის გარკვეული წესები დადგენილი, რომელიც მნიშვნელოვანია დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ და მისი აღსრულების ხარისხი, მნიშვნელოვანია, იყოს მაღალ დონეზე აყვანილი და ასევე - აცრები. ვისაც შეხვდათ ეს შტამი, მათ არ ჰქონდათ ჩატარებული შესაბამისი ვაქცინაცია, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ბერკეტად კვლავ რჩება ვაქცინაცია,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

დღის ამბები