21 იანვარი 2022,   21:44
ვრცლად
"მიშას თურმე დღემდე ჰგონია, რომ თუ 2007 წლის აქციებს პუტინის დაგეგმილად, პატარკაციშვილის მოწყობილად გამოაცხადებს, ამით გამოძვრება" - დავით ბერძენიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელი, პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომას და ექსპრეზიდენტის სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"მიშას თურმე დღემდე ჰგონია, რომ 2007 წ. შემოდგომის მასშტაბურ აქციებს პუტინის დაგეგმილად, პატარკაციშვილის მოწყობილად თუ გამოაცხადებს კვლავ, ამით გამოძვრება. ეს არც წესიერი და არც ჭკვიანური არ არის. მეტს ჯერ არ ვიტყვი. ვწუხვარ, რომ მიშამ კლასი დაკარგა." - წერს დავით ბერძენიშვილი. 

მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილზე დღეს სასამართლო დარბაზში ისაუბრა - მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ  პუტინმა 2007 წელს გამოუცხადა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომ პატარკაციშვილი უნდა ყოფილიყო საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი.

"ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული დიდი გამოსვლები," - განაცხადა ექსპრეზიდენტმა. 

 

დღის ამბები