21 იანვარი 2022,   21:14
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა. ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, დღეს მიხეილ სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს.

მედიკოსის თქმით, ე.წ. რეფიდინგის პროგრამა კარგად მიმდინარეობს და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ექსპრეზიდენტს 2 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრების დიდი სურვილი აქვს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. რეფიდინგის პროგრამაც კარგად მიდის. დამატებითი ტესტებია გასაკეთებელი და პროცედურები. ძალიან უნდა, რომ 2 დეკემბერს იყოს სასამართლოში," - განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

დღის ამბები