19 იანვარი 2022,   03:11
ვრცლად
ფიქსირდება თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" - როგორია სპეციალისტების პროგნოზი

ფიქსირდება თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" - ლუგარის ლაბორატორიაში ყველა საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი ქვეყანაში ისევ მძიმე რჩება და ვირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენა მედიკოსებს საიმედო პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ აძლევს. 

"ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ძალიან მძიმეა. რაც შეეხება ახალ შტამს, "ომიკრონი" გამორჩევა მაღალი რეინფიცირებით, რაც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ამიტომ, თუ მოსახლეობა ძალიან ფრთხილად არ იქნება, შეიძლება ითქვას, რომ მე-5 ტალღის ბოლოც კი, ძალიან რთული იქნება,"- აცხადებს "ჯოენის" სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია კაშია. 

ექიმები პანდემიის დასრულების ერთადერთ გზად ისევ იმუნიზაციის გაფართოებას ასახელებენ.

"საქართველოში კოვიდის გავრცელება საკმაოდ მაღალია, თუ ეს ასე გაგრძელდება, დადგება საჭიროება, რომ დამატებითი საწოლები იქნება საჭირო, თუ ეს ვერ მოხერხდება, შესაძლოა უკვე სხვა ტიპის მომსახურებაზე გადასვლა დაგვჭირდეს. პრევენციის ღონისძიება კი არის ის, რომ მაქსიმალურად დროულად ჩავიტაროთ ვაქცინაცია,"- აღნიშნავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

დღის ამბები