21 იანვარი 2022,   21:47
ვრცლად
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, ბრიუსელში იმყოფება. შეხვედრები ასოცირებული ტრიოს ფორმატში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან გაიმართება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან.

მთავარი განსახილველი თემა იქნება 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომლის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და მოლოდინების ასახვა.

ირაკლი ღარიბაშვილი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის ამბიციურ გეგმაზე, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს.

სამი ქვეყნის ლიდერები, ევროკავშირში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ ერთობლივ პოზიციას, რომ მნიშვნელოვანია, სამიტმა ახალი შესაძლებლობები გაუხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.

დღის ამბები