21 იანვარი 2022,   21:17
ვრცლად
ოპოზიციის პროტესტი გრძელდება - რამდენიმე დღეში "ნაციონალური მოძრაობა" სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებს

ოპოზიციის პროტესტი გრძელდება - რამდენიმე დღეში "ნაციონალური მოძრაობა" სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მათი სამოქმედო ტაქტიკა მისაღები იქნება იმ პოლიტიკური პარტიებისთვისაც, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან"აქტიურად თანამშრომლობენ.

"რამდენიმე დღეში, სულ მალე იქნება ღია შეთავაზება გაკეთებული, სამოქმედო გეგმა, რომელიც მისაღები უნდა იყოს, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი პოლიტიკური პარტიებისთვის. მაქსიმალურად ვცდილობთ ისეთ პროცესებს ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც ამ ქვეყნის განვითარებას ხელს არ შეუშლია,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე.

"ლელოში" ადასტურებენ იმას, რომ ოპოზიცია კოალიციურ ფორმატში მუშაობს. ხელისუფლების ოპონენტების მთავარ მოთხოვნად კვლავ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რჩება.

დღის ამბები