21 იანვარი 2022,   20:45
ვრცლად
"რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, ეს უკვე იმდენად აბსურდშია გადაზრდილი, რომ უკვე საერთოდ აღარ არის საინტერესო" - ბექა დავითულიანი

ოპოზიციის რიტორიკა მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის". ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მათი ოპონენტები დესტრუქციულ ხედვას არ იცვლიან და არ არიან მზად საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი მუშაობისთვის.

მათი განცხადებით, შეუძლებელია ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ვინაიდან პატიმარი სააკაშვილი არის საკმაოდ ბევრ გახმაურებულ საქმეში ბრალდებული და მისი გამართლება ვერ მოხდება.

უმრავლესობისთვის ასევე გაუგებარია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაც. მათი განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.

"რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, ეს უკვე იმდენად აბსურდშია გადაზრდილი, რომ უკვე საერთოდ აღარ არის საინტერესო. საერთოდ რას ითხოვენ ეს ადამიანები, მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას, ანუ მსჯავრდებული დამნაშავე პირის უპირობო გათავისუფლებას, ეს უბრალოდ ვერ მოხდება. ამიტომ, რაც უნდათ ის უქნიათ. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რას მოითხოვენ, ითხოვენ აბსურდს," -აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

 

დღის ამბები