



თელ-ავივი საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი გახდა. ამ შედეგის გათვალისწინებით, თელ-ავივმა გასული წლის რეიტინგთან შედარებით, მეხუთე პოზიციიდან პირველზე გადაინაცვლა.
რეიტინგში ცვლილება ისრაელში ტრანსპორტისა და პროდუქტების ფასების ზრდას უკავშირდება. ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების სიაში, მეორე და მესამე ადგილს პარიზი და სინგაპური იკავებენ.