28 იანვარი 2022,   16:11
ვრცლად
უკრაინელებსაც არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი, მას რომ სასჯელი მისი კანონების მიხედვით შეფარდებოდა, 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა გამოსდიოდა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, სააკაშვილი უკრაინელებსაც არ სჭირდებათ. 

კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტს მისი კანონების მიხედვით, 40 წლამდე პატიმრობა ელოდა წინ, თუმცა ახლა ლიბერალური კანონების გათვალისწინებით, მას მხოლოდ 6 წელი აქვს მისჯილი:

"პირველ რიგში უკრაინელებსაც არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი და მემგონი ისინი ჩვენზე ბედნიერებიც კი არიან, რომ გათავისუფლდნენ მისგან, რომელიც უკრაინაშიც ძალიან ოდიოზური ფიგურაა. ჩვენ პრინციოული პოზიცია უნდა დავიკავოთ, როცა საქმე სამართლის უზენაესობას ეხება. უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სამართლის უზენაესობა არის ჩვენთვის განმსაზღვრელი პრინციპი.

აქედან გამომდინარე, სააკაშვილი, რომელიც უმძიმესი დამნაშავეა, მას რომ სასჯელი მისი კანონების მიხედვით შეფარდებოდა, მას დაახლოებით 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა გამოსდიოდა. ჩვენს შემთხვევაში შემოვიდა ლიბერალური სისხლის სამართლის კანონმდებლობა და ამიტომ უწევს მას 6 წელი, რომელიც შესაძლოა გაიზარდოს თუ სხვა შემთხვევებზეც დაუმძიმდება ბრალი. მისი დანაშაულების ხარისხის მიხედვით, რა თქმა უნდა, 6 წელი არაფერია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები